ვალვერდემ "ბარსაში" გუარდიოლას მიერ დანერგილი წესი გააუქმა
"ბარსელონას" ბასკმა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ კლუბში ხოსეპ გუარდიოლას მიერ დანერგილი წესი გააუქმა.
2008-2012 წლებში გუარდიოლამ "ბლაუგრანაში" ფეხბურთელების დაჯარიმების წესი დანერგა.
პეპის წესი დისციპლინის დარღვევის დროს მოქმედებდა. მაგალითად, ვარჯიშზე დაგვიანებისთვის ფეხბურთელები 200 ევროთი ჯარიმდებოდნენ.
როგორც ვალვერდემ განაცხადა, მისი მოთამაშეები საკმარისად პროფესიონალები არიან იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები აკონტროლონ და ეს წესიც სწორედ ამიტომ გაუქმდა.
ესპანური Sport-ის ინფორმაციით, გუარდიოლას დროს ზემოხსენებული ჯარიმების გადახდა ყველაზე ხშირად ხერარდ პიკეს უწევდა, რომელიც ვარჯიშებზე დაგვიანების გამო სეზონის განმავლობაში დაახლოებით 6 ათას ევროს იხდიდა.