ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჩელსის ინტერესი სერიოზულია | ოსიმენი სურთ და ნაპოლის უკვე დაუკავშირდნენ

ლონდონის „ჩელსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხმაურიანი გარიგებების დახურვას გეგმავს. „არისტოკრატების“ რადარზე ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იმყოფება და „ლურჯები“ მის გასაფორმებლად უკან არაფერზე დაიხევენ.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლონდონელები მზად არიან, ოსიმენის სანაცვლოდ 80-90 მილიონი ევრო გადაიხადონ და ტრანსფერში რომელუ ლუკაკუ და რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩართონ. „არისტოკრატებს“ „ნაპოლისთან“ დიალოგი უკვე ჰქონდათ და ოსიმენი მათი პრიორიტეტი გახლავთ.

ვიქტორის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია და როგორც დი მარციო აღნიშნავს, „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის დათმობებზე დაყოლიება მარტივი არ იქნება. „პარტენოპეიში“ უკვე შეგუებული არიან იმ ფაქტთან, რომ ნიგერიელი გუნდს დატოვებს და მის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხის მიღება სურთ.

ცნობისთვის, ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მის მსურველთა სიაში „პარი სენ-ჟერმენიცაა“, მაგრამ ამ მომენტისთვის, კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ „ჩელსის“ წარმომადგენლებმა გადადგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა
„როცა ნაპოლიში მოვედი, გუნდი მენტალურად განადგურებული იყო“ | ფრანჩესკო კალცონა