უდინეზე, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოფიციალურად | ხვიჩა უდინეზეს წინააღმდეგ არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია უდინეზესთან მატჩს გამოტოვებს. ცოტა ხნის წინ, „ნაპოლის“ ოფიციალურმა გვერდმა სამატჩო განაცხადი დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია შეყვანილი არ არის.

ფრანჩესკო კალცონამ ქართველი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა, ამის მიზეზი კი კუნთის ტრავმა გახდა, რომელიც ხვიჩამ პარასკევის ვარჯიშზე მიიღო.

„ნაპოლის“ მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, კვარაცხელიამ 5 მაისის ვარჯიში გამოტოვა და სპორტდარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. როგორც იწერება, ქართველი შემტევი გუნდს „ბოლონიას“ წინააღმდეგ დაუბრუნდება, რომელიც „ნაპოლიმ“ 11 მაისს უნდა  ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა 6 მაისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს არ მოხდა წავა - ყურადღება ბარსას და ლივერპულს უნდა მივაქციოთ“
„თუ ეს არ მოხდა წავა - ყურადღება ბარსას და ლივერპულს უნდა მივაქციოთ“