იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი, გრემ სუნესი
Aa
Aa

სუნესი: სალაჰი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა (ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი) და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა, გრემ სუნესმა მოჰამედ სალაჰის იურგენ კლოპთან კონფლიქტზე ისაუბრა და ეგვიპტელს ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელი უწოდა.

„მჯერა, რომ მოჰამედ სალაჰი ლივერპულს დატოვებს. მან შესანიშნავად ითამაშა ამ კლუბში, მაგრამ თუ საუდის არაბეთის ლიგაში გადავა, მსოფლიოს ამ ნაწილში მთავარი ვარსკვლავი გახდება.

ის აშკარად ფიქრობს საკუთარ თავზე და გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ვესტ ჰემთან სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ვფიქრობ, ამ კონფლიქტში სალაჰის ბრალეულობა მეტია. კლოპი არაფერ შუაშია. უბრალოდ სალაჰი ბოლო 10 წუთით მოედანზე შესვლისთვის განაწყენდა.

სალაჰი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. გასულ მატჩებშიც კი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი შეცვლით.

ეს არის ის, რაც გსურთ თქვენი ფეხბურთელებისგან: თუ მათ შეცვლით ორი გოლის შემდეგ, მათ უნდა სურდეთ დარჩენა და მესამეს გაიტანა. როდესაც სადიო მანე ჯერ კიდევ გუნდში იყო, ისინი გამუდმებით იბრძოდნენ“,

- თქვა ლივერპულის ყოფილმა მწვრთნელმა Three Up Front პოდკასტში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის გოლი ტაიმზ-სკვერის დიდ ეკრანზე | იდეის ავტორი მეცის ქომაგი გახლავთ
მიქაუტაძის გოლი ტაიმზ-სკვერის დიდ ეკრანზე | იდეის ავტორი მეცის ქომაგი გახლავთ