გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის | ლივერპული მეკარეს იმატებს

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მეკარეს იმატებს. ცნობილი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „წითლებმა“ „გენკთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და 18 წლის გოლკიპერს, ლუკა ბრუგმანსს იფორმებენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებია დარჩენილი. სწორედ ამიტომ, „ლივერპული“ დაჩქარებულ ტემპში მუშაობს და ბრუგმანსი უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის. ინგლისური კლუბი მის სანაცვლოდ „გენკს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტავოლიერი ადასტურებს, რომ მამარდაშვილი „ნოტინგემის“ რადარზეა. თუ „ფორესტში“ გიორგის ტრანსფერი შედგა, „ლივერპული“ ბელგიელ მეკარეს წაიყვანს და თავის გამოჩენის შანსს მისცემს. თუ მამარდაშვილი „ენფილდზე“ დარჩა, „გენკი“ 18 წლის მეკარეს იჯარის წესით კიდევ ერთი სეზონით დაიტოვებს.

ცნობისთვის, მამარდაშვილს „წითლებთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი