ხვიჩა კვარაცხელია, სამირ ნასრი
Aa
Aa

„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტებზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

რას ამბობს ნასრი:

„მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით კილიან მბაპეს, თუმცა მას თავის ნაკრებთან ერთად ტურნირი არ მოუგია. იყო მაიკლ ოლისეც, მაგრამ პლეი-ოფის ეტაპზე მისი თამაშის დონე მკვეთრად დაეცა. ამიტომ, უპირატესობას კვარას მივანიჭებდი, რადგან ეს მისი მთელი სეზონის დაფასება იქნება. ჩემპიონთა ლიგა მთელი წელი გრძელდება, მსოფლიო ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთი თვეა.“

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცირედით ფავორიტი კვარაცხელიაა, დანარჩენები კი“ - პლატინიმ ოქროს ბურთზე ისაუბრა
„მცირედით ფავორიტი კვარაცხელიაა, დანარჩენები კი“ - პლატინიმ ოქროს ბურთზე ისაუბრა