ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდში დარჩება | ბოლო ცნობები ზურიკოზე

ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ რჩება. ეს ინფორმაცია კლუბთან დაახლოებულმა წყაროებმა გაავრცელეს და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე დაწერეს.

„წუხანდელი ცნობების თანახმად, ქართველი გარემარბის წასვლა დღის წესრიგში არ დგას. „ატალანტამ“ და „ოლიმპიაკოსმა“, რომლებიც თავიდან ინტერესდებოდნენ, მის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე დაიმატეს. შესაბამისად, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კლუბი გასული სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის გაშვებას არ ელოდება“, — წერს peuple-vert-ი.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი წარმატებით დაიწყო. „მწვანეებმა“ სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. ზურიკოს გუნდი მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს გამართავს და „დიჟონს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველმა ფეხბურთელმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „სოშოსთან“ და „კლერმონთან“ ზურიკო ცვლილებაზე შევიდა, „გრენობლთან“ კი ახალი სეზონის პირველი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი
„ოქროს ბურთს კვარაზე მეტად არავინ იმსახურებს“ - სამირ ნასრი