გიორგი ბაბუნაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, აია, გიორგი ქიმუცაძე, ამირან შვანგირაძე
Aa
Aa

აია საქართველოს ჩემპიონია - დიდი 10-ის საგზური ტაომ მოიპოვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი „აიას“ გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელებმა ავჭალის სტადიონზე გამართულ დიდი 10-ის ფინალში „ლელოს“ 19-3 მოუგეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამწლიანი პაუზის შემდეგ, არსებობის ისტორიაში მეთორმეტედ მოიგეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო ლელო გიორგი ქიმუცაძემ და ამირან შვანგირაძემ დადეს, ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა კი ზუსტად გიორგი ბაბუნაშვილმა შეასრულა. რაც შეეხება „ლელოს“, „სარასენსს“ სამი ქულა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით მოუტანა.

„აია“ და „ლელომ“ რამდენიმე კვირის წინ დიდი 10-ის შესარჩევ ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა და ქულათა სხვაობა მაშინაც ჩვიდმეტი იყო. შესარჩევ ფინალში დამარცხების შემდეგ, ჩემპიონატის ფორმატის მიხედვით, „ლელოს“ ფინალში გასვლის კიდევ ერთი შანსი დარჩა და გადამწყვეტ თამაშში ასპარეზობის უფლება წინასწარ ფინალში ბოლნისის „ყოჩების“ ძლევით მოიპოვა.

დღეს ავჭალის სტადიონზე ასევე გაიმართა პირველი ლიგის გადამწყვეტი მატჩი და ასპინძის „ტაომ“ დიდი 10-ის საგზური „არმიას“ 26-17 დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული წინასწარი ფინალი - ჩემპიონის ტიტულისთვის ლელო და აია იბრძოლებენ
დრამატული წინასწარი ფინალი - ჩემპიონის ტიტულისთვის ლელო და აია იბრძოლებენ