გიორგი ჩიქოვანი, ირაკლი ყიასაშვილი, საბა არჩვაძე, ზაურ კენჭაძე
Aa
Aa

დრამატული წინასწარი ფინალი - ჩემპიონის ტიტულისთვის ლელო და აია იბრძოლებენ

„ლელო არენაზე“  გამართული საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის წინასწარი ფინალი საინტერესო და დრამატული აღმოჩნდა. „ლელოსა“ და ბოლნისის „ყოჩების“ მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ფრედ, 19-19 დასრულდა, დამატებული ტაიმში კი უფრო ძლიერი „სარასენსი“ აღმოჩნდა და მეტოქე 22-19 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო ლელო საბა არჩვაძის, ზაურ კენჭაძისა და გიორგი ჩიქოვანის ანგარიშზეა, სამიდან ორი გარდასახვა კი ზუსტად ირაკლი ყიასაშვილმა შეასრულა. რაც შეეხება „ყოჩებს“, ბოლნისის კლუბის რიგებიდან მეტოქის ჩათვლის მოედანი თემურ ჭიჭინაძემ, აკაკი მარშანიამ და რანი ფხალაძემ აიღეს, გარდასახვების შესრულებისას კი სიზუსტე ლაშა მალაღურაძემ და თემურ ჭიჭინაძემ გამოიჩინეს. დამატებული პირველი ტაიმის ბოლოს გამარჯვების მომტანი საჭარიმო დარტყმა ვაჟა მიქაძემ შეასრულა.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის 28 აპრილს „ლელოს“ მეტოქე ქუთაისის “აია“ იქნება და შეხვედრას ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი ფინალისტი ცნობილია - დიდი 10 დასასრულს უახლოვდება
ერთი ფინალისტი ცნობილია - დიდი 10 დასასრულს უახლოვდება