გიორგი ფრუიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ირაკლი ყიასაშვილი
Aa
Aa

ერთი ფინალისტი ცნობილია - დიდი 10 დასასრულს უახლოვდება

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ერთი ფინალისტი ცნობილია. დიდი 10-ის შესარჩევ ფინალში „აიამ“ „ლელო სარასენსი“ 27-10 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ორწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. როგორც რეგულარული პირველობის გამარჯვებული, „სარასენსი“ საკუთარ სტადიონზე თამაშობდა, თუმცა ამას ქუთაისელებისთვის ხელი არ შეუშლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულებს შორის თითო ლელო გიორგი ფრუიძის, ჯოსევანი ნდრავასა და ოთარ მეტრეველის ანგარიშზეა, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო კი ზუსტად გიორგი ბაბუნაშვილმა შეასრულა. რაც შეეხება „ლელოს“, მათი რიგებიდან მეტოქის ჩათვლის მოედანი გიორგი ჩიქოვანმა აიღო, თითო გარდასახვა და საჯარიმო კი ზუსტად ირაკლი ყიასაშვილმა შეასრულა.

ამ წაგებით „ლელოს“ დიდ ფინალში მოხვედრის შანსი საბოლოოდ არ დაუკარგავს - 21 აპრილს „სარასენსი“ მცირე ფინალში ბოლნისის „ყოჩებს“ შეხვდება, რომელმაც სტუმრად ქუთაისის „არესი“ 15-ქულიანი სხვაობით, 32-17 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი“ | DailyMail-ი საქართველო-უელსზე
„მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი“ | DailyMail-ი საქართველო-უელსზე