ტატო გრიგალაშვილი, მატიას კასე, ფრენკ დე ვიტი
Aa
Aa

გრიგალაშვილის ჩემპიონობას პარი სენ-ჟერმენი გამოეხმაურა

ევროპის ძიუდოს კავშირის შემდეგ, კონტინენტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფს, „პარი სენ-ჟერმენის“ ძიუდოს კლუბიც გამოეხმაურა, რომლის შემადგენლობაშიც 24 წლის ქართველი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ევროპის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობს. გრიგალაშვილის გამოსვლას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდზე ასე იყო შეფასებული

რა წერია გრიგალაშვილზე

დახვეწილი მოძრაობებით არც ერთ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ევროპის ჩემპიონატს ტოვებდა ამ წონის ბელგიელი ლიდერი მატიას კასე, თუმცა ტატომ ისეთი დონის ძიუდო აჩვენა, რომ როგორც მაისში აბუ-დაბიში, ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი იქნება. იგრძნობოდა, რომ მან ზაგრების ტატამიზე აჩვენა მხოლოდ 30 პროცენტი იმისა, რაც რეალურად შეუძლია.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა გამართა და აქედან სამი იპონით მოიგო. სუფთა გდებით დაამარცხა მან გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი, რომელთან გასამარჯვებლადაც სულ რაღაც 44 წამი დასჭირდა. ტატო ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

მაისში ძიუდოში უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და იქ გამარჯვების შემთხვევაში გრიგალაშვილი თემურ ხუბულურს გადაასწრებს და ერთადერთი ქართველი მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი იქნება ძიუდოში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცრად მოტივირებული იყო“ | რას წერს EJU გრიგალაშვილის ტრიუმფზე
„საოცრად მოტივირებული იყო“ | რას წერს EJU გრიგალაშვილის ტრიუმფზე