ლაშა გურული, ესკერხან მადიევი
Aa
Aa

ქართველი მოკრივეების წარმატება - ორი ოქროს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

კვირას, 28 აპრილს, სერბეთში მოკრივეთა შორის ევროპის პირველობა ფინალური შეხვედრებით დასრულდება, ჩემპიონობისთვის კი ერთბაშად ორი ქართველი ლაშა გურული (67 კგ) და ესკერხან მადიევი (71 კგ) იბრძოლებს. 27 წლის გურული, რომელიც კრივში პარიზის ოლიმპიადის ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ლიცენზიანტია, ოქროს მედლისთვის 23 წლის რუს მოკრივეს ტარხან იდიგოვს დაუპირისპირდება. 26 წლის მადიევი კი ფინალში მასპინძელი ქვეყნის, სერბეთის 22 წლის წარმომადგენელს იოვან ნიკოლიჩს შეხვდება.

ლაშა გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია - შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე განთესილთა შორის იყო, ტურნირზე მეოთხედფინალიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ნაბი ისგანდაროვს მოუგო, რასაც გუშინ ნახევარფინალში სერბი ვაჰიდ აბასოვის დამარცხება მოყვა. რაც შეეხება მადიევს, მას ფინალში გასასვლელად ოთხი ბრძოლის მოგება დასჭირდა. ესკერხანი ბელარუს ალექსანდრ რაძიონალზე, რუს იგორ სვირიდჩენკოვზე, აზერბაიჯანელ სარხან ალიევსა და თურქ ერდემირ ტუგრულჰანზე ძლიერი აღმოჩნდა.

ფინალური ბლოკი კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება - გურული - იდიგოვის ბრძოლა რიგით მეშვიდე, მადიევი - ნიკოლიჩის შეხვედრა კი მერვე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 ოქრო და 3 ბრინჯაო - მოკრივეების ისტორიული შედეგი ბულგარეთის ტურნირზე
1 ოქრო და 3 ბრინჯაო - მოკრივეების ისტორიული შედეგი ბულგარეთის ტურნირზე