ჯანი ინფანტინო, მიშელ პლატინი
Aa
Aa

„ყოველთვის ვიცოდი რა ხარბიც იყო“ - პლატინი ინფანტინოს წასვლისკენ მოუწოდებს

ათიოდე წლის წინ როგორც FIFA-ში, ასევე UEFA-ში პრეზიდენტები სკანდალების ფონზე შეიცვალა. ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. მართალია, სააპელაციო სასამართლომ მათი წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გააბათილა, თუმცა შვეიცარიელი და ფრანგი ჩინოვნიკების პრესტიჟი ამ დრომდე შელახულია. მიუხედავად ამისა, პლატინი მისი უდიდესი საფეხბურთო ფიგურობიდან გამომდინარე, ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არასოდეს ერიდებოდა და არც ამჯერად შეუკავებია თავი, როდესაც შეკითხვა FIFA-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შესახებ დაუსვეს.

მიშელ პლატინი

ეკონომიკური საკითხები ერთია, მაგრამ ვფიქრობ, ინფანტინომ სპორტული კუთხითაც სრული ფიასკო განიცადა, რადგან მის ხელში ფეხბურთს მომავალი არ აქვს. სარეკლამო პაუზები რეგლამენტში ვერ ჩაეწერა, 30-წუთიანი შესვენება რეგლამენტში ვერ ჩაეწერა, ბალოგუნის გაუქმებული წითელი ბარათი კი ყველაზე ცუდი იყო, რაც შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ სპორტული ძალა UEFA-ს ჯანის გასაგდებად არ ეყოფა და მას თანამდებობა სასამართლოს ძალით უნდა დაატოვებინონ. ინფანტინოს კარგად ვიცნობ და ყოველთვის ვიცოდი მისი სიხარბისა და ფულის ზღვარგადასული სიყვარულის შესახებ, მაგრამ მან მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინიმ გუშინ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ მოახლოებულ დაჯილდოებაზეც ისაუბრა და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის მოპოვების მთავარ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას მხარს ვეღარ დავუჭერთ“ - ინფანტინოს იტალიელებიც უპირისპირდებიან
„მას მხარს ვეღარ დავუჭერთ“ - ინფანტინოს იტალიელებიც უპირისპირდებიან