ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„არაფერი განსაკუთრებული, მარტივი მეტოქეა“ | რა თქვა ილიამ ჰოლოუეიზე

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც „დალოცვილმა“ UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური ნოკაუტით მოიგო. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე სწორედ ჰოლოუეი უნდა იყოს და დასძინა, რომ მაქსს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჰოლოუეის გამარჯვება ვნახეთ და მივხვდი, რომ როცა მაქსს დავამარცხებ, ერთის ნაცვლად, ორი ქამარი მექნება. აშკარაა, რომ ჩემი მომდევნო ბრძოლა ჰოლოუეის წინააღმდეგ უნდა იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, UFC-სთან კონკრეტული საუბარი არ გვქონია, მაგრამ თუ გეიჯის დაამარცხებდა, არსებობდა შანსი, რომ მომდევნო ყოფილიყო.

იმედი მაქვს, ტრავმა არ მიუღია, მალე დაბრუნდება და ვიჩხუბებთ. რას ვფიქრობ მაქსის ბრძოლაზე? არაფერი განსაკუთრებული. ბოლო მომენტში დარტყმები გაცვალეს, დაცვაზე უარი თქვეს, ხელები ჩამოწიეს და ასეთ დროს, მსგავსი რამ ხდება ხოლმე. ჩემთან ჩხუბისას იგივე ვერასდროს განმეორდება, რადგან ოქტაგონზე ყოფნისას, ვაზროვნებ.

ბრძოლის კვირაში მაქსი ბევრს ლაპარაკობდა, რაც ნორმალურია. მას სჭირდება, დაიჯეროს, რომ საუკეთესოა და ამ სპორტში სხვანაირად არ შეიძლება. თუმცა, ფაქტია, რომ მე 9 წუთში გავაკეთე ის, რაც მან 90 წუთში ვერ გააკეთა (ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებას გულისხმობს). მაქსს შეუძლია, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩემთვის მარტივი მეტოქეა. მისგან განსაკუთრებული არაფერი მინახავს და არ იცის, ზეწოლას როგორ გაუმკლავდეს. ყველა მაგარია, როცა ფიქრის საშუალება აქვს და მოწინააღმდეგე ყველაფრის უფლებას გაძლევს, მაგრამ როცა გყავს მეტოქე, რომელიც კონტრშეტევებზე გადმოდის, გიტევს, ძლიერი დარტყმა აქვს, ჭიდაობაც შეუძლია და გაუტეხელი მენტალიტეტით გამოირჩევა, ვითარება იცვლება“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯის დამარცხებით, ჰოლოუეიმ BMF-ის ქამარი მოიგო და როგორც ჩხუბის შემდეგ განაცხადა, მზადაა, მომდევნო ბრძოლა ილიას ან ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე