ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თვლის, რომ ილიას მაგრად სცემს“ | რას ამბობს მაქს ჰოლოუეის მენეჯერი

მაქს ჰოლოუეის მენეჯერმა, ტიმ სიმპსონმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. სიმპსონმა განაცხადა, რომ „დალოცვილს“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან ჩხუბი სურს და დარწმუნებულია, რომ მაგრად სცემს.

„რას აპირებს მაქსი თუ ჯასტინ გეიჯი დაამარცხა? ბევრი ვარიანტი ექნება. ჰოლოუეის თოფურიასთან ჩხუბი ძალიან უნდა და ფიქრობს, რომ მაგრად სცემს. ეს მაქსის სიტყვებია და ნებისმიერი ვარიანტისთვის მზადაა.

პირველ რიგში, ფენომენალურ გამოწვევაზე ვართ ორიენტირებული, რომელიც გეიჯის სახით გველოდება, შემდეგ კი რამდენიმე ვარიანტი გვექნება. არ მგონია, რომ UFC-მ თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეორე ჩხუბი ჩანიშნოს. თუ ასე მოხდა, მაქსს მოცდა მოუწევს. ჩემი აზრით, თუ გეიჯი დაამარცხა, როგორც მსუბუქ, ისე ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეი ჯასტინ გეიჯის UFC 300-ის ფარგლებში დაუპირისპირდება, რომელსაც კვირას დილით ვიხილავთ. მაქსი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და ტიტული ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ წაართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლიათი, ვისაც უნდოდა დავითი ყოფილიყო“ | El Desmarque-ის სტატია მამარდაზე
„გოლიათი, ვისაც უნდოდა დავითი ყოფილიყო“ | El Desmarque-ის სტატია მამარდაზე