გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიამ მამარდას ფასი გაზარდა - ქართველის გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილია

„ვალენსიამ“ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება გაზარდა. ამის შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

ესპანური სააგენტოს მტკიცებით, ზაფხულში „ვალენსიას“ ხელმძღვანელები ქართველ მეკარეს მინიმუმ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. გასულ ზაფხულს, „ღამურები“ მამარდას 30 მილიონ ევროდ გაყიდვას ცდილობდნენ, თუმცა, 23 წლის მეკარის ყიდვა ამ ფასად სხვა კლუბებმა არ ისურვეს.

რა წერია Marca-ს სტატიაში:

23 წლის მეკარემ ყველა ის მოლოდინი გაამართლა, რომელიც მის მიმართ იყო. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება იმის საბოლოო კულმინაციაა, თუ როგორი იქნება გიორგის მომავალი. ეს სეზონი მისი აღმასვლის სეზონია. ახლა, ის იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე გასულ წელს იყო... უფრო სრულყოფილი. გარკვეული ტექნიკური ასპექტები გააუმჯობესა, რითაც უფრო უკეთესი მეკარე გახდა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ევროპაში ახალ ეპოქას იწყებს... თან ასეთ ასაკში... ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

ვალენსიის ფანებმა იციან, რომ ყველაფერი კლუბის სინგაპურელ მფლობელზე, პიტერ ლიზე იქნება დამოკიდებული და ცხადია, რომ ქართველი მეკარე ლისთვის საბაზრო ნაჭერია. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო, თუმცა, ახლა პირობებიც შეიცვალა. ვინ იცის, გასულ ზაფხულს 25-მილიონიანი წინადადება რომ შემოსულიყო, შესაძლოა, კლუბიდანაც წასულიყო, მაგრამ მათდა საბედნიეროდ, შეთავაზება არ ყოფილა.

ახლა პირობები შეიცვალა და მამარდაშვილის საწყისი ღირებულება 35 მილიონი ევრო იქნება. „ვალენსიამ“ იცის, რომ ეს ის თანხა იქნება, რითაც კლუბი დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

აქტიურობა ივნისამდე არის მოსალოდნელი. ამ დროისთვის, ოფიციალური შეთავაზებები არ ყოფილა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი ფასი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რის გამოც სხვა გუნდები თავის დაზღვევას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 11 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი, 30 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ასევე გეტყვით, რომ მამარდამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება 26 მარტს მოიპოვა, როდესაც ეროვნულმა გუნდმა პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა, მამარდაშვილმა კი ერთი პენალტის მოგერიება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ  L’Equipe-თან
ამბიციები ევროზე და ისტორიული წარმატება | ვილი სანიოლის ინტერვიუ L’Equipe-თან