დეკო: მბაპე დიდებული მოთამაშეა, მაგრამ რეალში დისბალანსი შეიტანა
„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკო თვლის, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერმა მადრიდის „რეალზე“ ნეგატიურად იმოქმედა და გუნდში დალაგებული სიტუაცია არია.
„ფეხბურთის თვალსაზრისით, ვიცოდი, რომ მბაპესთან ერთად გუნდმა უნდა შეცვალოს სათამაშო სტილი, ახალი სქემაზე გადავიდეს, რამაც შესაძლოა ტაქტიკური დისბალანსი გამოიწვიოს. ეჭვგარეშეა, რომ კილიანი უდიდესი ფეხბურთელია, ძალიან სახიფათო და მაღალი დონის, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა ტრანსფერმა რეალში დისბალანსი შეიტანა.
ჩვენ საკუთარ თავზე ვამახვილებდით ყურადღებას, ვიბრძოდით და ვიბრძოდით. ვიცით, რომ სეზონის ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიმე მიზეზის გამო შესანიშნავი სეზონი გვქონდა და მომავალი სწორედ ამაზე უნდა ავაშენოთ.
ოქროს ბურთი? მინდა, რომ ის ბარსას რომელიმე ფეხბურთელმა მოიგოს. რაფინიას და იამალს კარგი შანსი აქვთ. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, იამალს ყველაზე კარგი შანსი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან „რეალს“ ჩაბი ალონსო გაწვრთნის. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდში დიდ ცვლილებებს ელიან.