კიკე სალასი
Aa
Aa

ფსონები, რომ ყვითელს მიიღებდა - სევილიას ფეხბურთელს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება

„სევილიას“ მცველი კიკე სალასს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. El Confidencial-ის ცნობით ლა ლიგის მატჩებში ფეხბურთელი ყვითელ ბარათებს შეგნებულად იღებს, რის შემდეგაც მისი მეგობრები ფსონებს ათავსებენ.

იანვარში, 23 წლის ფეხბურთელი დააკავეს. ის ფსონებს თავის შეხვედრებზე აკეთებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023/24 წლების სეზონში ესპანელმა მცველმა 10 საეჭვო ყვითელი ბარათი მიიღო.

El Confidencial-ი წერს, რომ სალასის ტელეფონის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ის ფსონებიდან ფულის გამომუშავების მიზნით, მეგობრებს WhatsApp-ზე წინასწარ აცნობებდა შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებდა თუ არა.

პოლიციამ აღნიშნა, რომ მცველმა შეგნებულად მოახდინა გავლენა თამაშის მსვლელობაზე ფინანსური მოგების მიზნით და ეს გასულ სეზონში სულ მცირე 5 შეხვედრაში მოხდა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სალასი იყენებდა მესამე მხარის ანგარიშებს და ფულს ასე რიცხავდა.

„მხოლოდ 150 ევროს დადება შეიძლება Bet-ზე? ასეა Betfair-ზე, არა?" - მისწერა სალასმა ერთ-ერთ თანამზრახველს.

მოთამაშის ტელეფონის შემოწმებამ აჩვენა, რომ 2024 წლის 14 აპრილს, „ლას პალმასთან“ მატჩის წინ, მისმა მეგობარმა განათავსა ერთბაშად ხუთი ფსონი, რომელშიც ყოველი მათგანი სალასის ყვითელი ბარათის მიღებაზე იყო. თანამზრახველმა ყველა მათგანი მოიგო. იგივე რამ განმეორდა „ვილიარეალის“, „კადისის“, „ბილბაოსა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშებში.

„ვილიარეალთან" მატჩში სალასის მეგობარმა, სახელად სეზარმა, ფეხბურთელის გაფრთხილებაზე 500 ევროზე მეტი დადო და 1348 ევრო მოიგო. ფინალური სასტვენის შემდეგ სალასმა მოგებული თანხის განაწილება დააზუსტა: „თქვენს ანგარიშზე გექნებათ 500 ევრო, აქედან 300 ჩემია და 200 თქვენი, ასე არ არის?“

გამომძიებლები თვლიან, რომ სალასის ქმედებების მიხედვით მაქსიმალური სასჯელი 3 წლამდე პატიმრობა იქნება.

წყარო აღნიშნავს, რომ ფსონების სკანდალმა სალასის „ლაციოში“ ტრანსფერი ჩაშალა, რომელიც მისი დაკავების დღეს - 14 იანვარს უნდა განხორციელებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინება და ერთი ამბავი იყო...“ - რატომ დატოვა ქეცბაიამ ოლიმპიაკოსი?
„გინება და ერთი ამბავი იყო...“ - რატომ დატოვა ქეცბაიამ ოლიმპიაკოსი?