6 ერი, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„გამარჯვებისთვის ნებისმიერ გუნდთან ვიბრძოლებთ“ | 18-წლამდე ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები იტალიაში გამართული 6 ერის ფესტივალიდან სამშობლოში დაბრუნდა.

უმცროს „ბორჯღალოსნებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან განვლილ ტურნირზე 18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა, მორაგბეებმა დავით არჩვაძემ და გიორგი ტურაშვილმა და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა 6 ერის ფესტივალზე სამი შეხვედრა გამართეს. ზურაბ ამონაშვილის გუნდი პირველ მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან 22:14 დამარცხდა, მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ასაკობრივ გუნდთან 20:19 გაიმარჯვა, დასკვნითი დაპირისპირება კი ინგლისთან ბოლო წამებზე 26:19 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U18: ბოლო წუთების დრამა - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა
U18: ბოლო წუთების დრამა - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა