გიგი სირბილაძე, ზურაბ ამონაშვილი, დავით არჩვაძე
Aa
Aa

დასანანი მარცხი ფავორიტთან - 18-წლამდე მორაგბეებმა ექვსი ერის ფესტივალი დაასრულეს

 იტალიაში გამართული ექვსი ერის ფესტივალი საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისელებთან დასანანი მარცხით დაასრულა. ზურაბ ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა მეტოქესთან სრულიად თანაბარ ბრძოლაში, 19-26 წააგო. პირველ ტაიმში სამი საჯარიმო ზუსტად გიგი სირბილაძემ შეასრულა, რასაც ალბიონელებმა ერთი გარდაუსახავი ლელოთი უპასუხეს და შესვენებაზე ქართველები გამარჯვებულები გავიდნენ.

მეორე ნახევარში თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს - საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მეტოქის ჩათვლის მოედანი ორივე შემთხვევაში დავით არჩვაძემ აიღო, თუმცა თემურ ძოძუაშვილისა და დავით წიკლაურის გარდასახვები ზუსტი არ აღმოჩნდა. მატჩის ბოლო წუთზე კი ინგლისელებმა მესამე ლელო ქართველების დასანანი შეცდომის შედეგად დადეს.

ქართველი მორაგბეები ფესტივალის პირველ ტურში შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებთან 8-ქულიანი სხვაობით, 14-22 დამარცხდნენ, რასაც ფრანგებთან ისტორიული გამარჯვება მოყვა (20-19). რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს - მათ ტურნირზე საუკეთესო შედეგი ქონდათ - ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც საწყისი ორი მატჩიდან ორივე მოიგო - ინგლისელებმა ჯერ უელსი 36-35, შემდეგ კი შოტლანდია 28-6 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U18: ბოლო წუთების დრამა - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა
U18: ბოლო წუთების დრამა - საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა