იკერ კასილასი
Aa
Aa

კასილასი: რეალს არა მხოლოდ სიტის გაგდება, არამედ ლიგის მოგებაც შეუძლია

იკერ კასილასმა მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის წინ თავისი შეხედულებები გააზიარა.

კასილასი თვლის, რომ „რეალი“ არა ამ წყვილის ფავორიტი, არამედ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტიც არის.

„ეს ევროპაში ბლო ათწლეულის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირებაა. მჯერა, რომ რეალს წელს არა მხოლოდ სიტის გაგდება, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია.

დიახ, სიტი დიდი გუნდია, მაგრამ ყველაფერი განსაკუთრებულია, როცა მეტოქე მადრიდის რეალია. მეოთხედფინალებში ეს საუკეთესო წყვილია.

სკამზე ორი საუკეთესო მწვრთნელი იქნება - პეპი და კარლო. ბოლო წლებში ორივემ თავისი თავი ხელახლა შექმნა. მაგალითად, გუარდიოლა ახლა უკვე სუფთა ცხრა ნომრით თამაშობს, ადრე ამას არ აკეთებდა“.

- ამბობს კასილასი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი შეხვედრა მანჩესტერში 17 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი