ბესო არველაძე
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელების ყველა მეტოქე გაირკვა - საქართველოს ნაკრები მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე გამოვა

დღეს მინი ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა გაირკვა. ქართველი ფეხბურთელები ე ჯგუფში ბულგარეთის, სერბეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ. ჩვენი ქვეყნის გუნდი ინგლისთან, იტალიასთან, პოლონეთთან, სლოვენიასთან და ესპანეთთან ერთად მესამე კალათაში იყო გადანაწილებული

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებს დიდ ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე აქვს - გასული წლის შემოდგომაზე მთავარი მწვრთნელის ბესო არველაძის ხელმძღვანელობით მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იასპარეზეს და ტურნირზე მერვედფინალური ეტაპიდან მასპინძლებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ. ევროპის ჩემპიონატი 1-9 ივნისს ბოსნიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პენალტების სერიაში - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
მარცხი პენალტების სერიაში - საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა