კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი, ალ აბჰა
Aa
Aa

ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი - კრიშტიანუმ აბჰასთან გაიბრწყინა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში „ალ ნასრი“ „აბჰას“ ესტუმრა და 8:0 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუმ გაიბრწყინა.

39 წლის თავდამსხმელმა მეტოქის რბევა მე-11 წუთზე დაიწყო და საჯარიმო დარტყმა გაიტანა. ზუსტად 10 წუთში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა. კრიშტიანუმ ისევ ჯარიმა გაიტანა.

42-ე წუთზე რონალდუმ ჰეითთრიკი გაიფორმა და 44-ე წუთზე თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ „რეალის“ ყოფილი „შვიდიანი“ მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს 29 გოლი დაუგროვდა, ხოლო კარიერაში 64 ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ალ ნასრის“ სატურნირო ცხრილში 62 ქულა დაუგროვდა და ლიდერ „ალ ჰილალს“ 12 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, კრიშტიანუს გუნდი „დამაკს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისით კმაყოფილი ვარ“ - ენრიკემ მბაპესთან კონფლიქტი უარყო
“მისით კმაყოფილი ვარ“ - ენრიკემ მბაპესთან კონფლიქტი უარყო