ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ტრავმა მოიშუშა - მესიმ ვარჯიში განაახლა

„ინტერ მაიამის“ და არა მხოლოდ მათი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ლეო მესიმ ტრავმა სრულიად მოირჩინა და ვარჯიში განაახლა.

მესის ვარჯიშის ამსახველი კადრები ჟურნალისტმა ლიზი ბეკერანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ უკანასკნელად მიმდინარე წლის 14 მარტს ითამაშა და შემდეგ კუნთის ტრავმა მიიღო.

ამის გამო არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ინტერ მაიამის“ 3 და არგენტინის ნაკრების ორი მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლიონელმა დევიდ ბექჰემის გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 5-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისით კმაყოფილი ვარ“ - ენრიკემ მბაპესთან კონფლიქტი უარყო
“მისით კმაყოფილი ვარ“ - ენრიკემ მბაპესთან კონფლიქტი უარყო