მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„ამ ასაკში მისი რინგზე გასვლა სახიფათოა“ | ტაისონს ურჩევენ პოლს არ ეჩხუბოს

ირლანდიური კრივის ლეგენდამ, ბარი მაკგიგანმა მაიკ ტაისონზე ისაუბრა. მაკგიგანმა ინტერვიუ The Sun-ს მისცა და განაცხადა, რომ „რკინის მაიკის“ ასაკში რინგზე გასვლა არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.

„აშკარაა, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნაში ფულმა უდიდესი როლი ითამაშა. ორგანიზაცია, რომელმაც ამ ჩხუბის ჩატარებაზე სანქცია გასცა, უნდა დაისაჯოს. 57 წლის ადამიანის რინგზე გაყვანა სულელური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მაიკ ტაისონი იმ ასაკშია, რინგს არ უნდა გაეკაროს. ეს ძალიან სახიფათოა.

ინფლუენსერთა ბრძოლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხის აზრით, მათში მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეუძლია. ეს ასე არაა. ჯეიკ პოლსა და მის წარმომადგენლებს მხოლოდ ის სურთ, ყურადღების ცენტრში იყვნენ და ყველა მათზე ლაპარაკობდეს. ტაისონი სწორედ ამიტომ აირჩიეს“.

ცნობისთვის, ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს გაიმართება და მას დალასში მდებარე „AT&T სთედიუმი“ უმასპინძლებს. ბრძოლის პირდაპირ რეპორტაჟს Netflix-ი შემოგვთავაზებს და ჩხუბის დღეს, „რკინის მაიკი“ 58 წლის იქნება. გეტყვით იმასაც, რომ ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა