ბილბაო, მადრიდის რეალი, ვინისიუს ჯუნიორი
Aa
Aa

“ბილბაოსთან არ ვითამაშებ“ - ვინისიუსი რასიზმის წინააღმდეგ

ვინისიუს ჯუნიორის მიმართულებით რასისტული შეურაცხყოფა საკმაოდ მომრავლდა. ამ ფაქტს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ყველა შესაძლო ხერხით ებრძვით. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეალის“ „შვიდიანმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

ვინისიუსი:

„ამ შაბათ კვირას არ ვითამაშებ. მხოლოდ ამ შაბათს ესპანეთში რასიზმის 3 საშინელი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩემი მხარდაჭერა მარკოს აკუნას, კიკე ფლორესს და „რაიო მახადაჰონდას“ მეკარეს სარს.

დაე თქვენმა სიმამაცემ შთააგონოს სხვები. რასისტები უნდა გამოაშკარავდნენ. ტრიბუნაზე მათთან ერთად თამაში ვერ გაგრძელდება. ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა რასისტები სტადიონიდან პირდაპირ ციხეში მოხვდებიან. ეს არის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ გასვლით მატჩებში ვინისიუსს ხშირად აყენებენ რასისტულ შეურაცხყოფას. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა „ატლეტიკოს“ სტადიონზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება „რეალს“, „სამეფო კლუბი“ ლა ლიგის მიმდინარე ტურში ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლებს და თუ ჯუნიორს დავუჯერებთ, ის მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან მატჩში არ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “ბრძოლა დასრულდა, ლევერკუზენს ვულოცავ“
ტუხელი: “ბრძოლა დასრულდა, ლევერკუზენს ვულოცავ“