ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, რაფაელ იუსტე
Aa
Aa

“იმედი გვაქვს“ - ბარსელონაში ჩავის დარჩენაზე აქტიურად მუშაობენ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ლას პალმასს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ბოლო პერიოდში კატალონიური გრანდი უკეთეს ფორმაშია და გუნდში ჩავი ერნანდესის დატოვება სურთ.

მოგეხსენებათ, ესპანელმა სპეციალისტმა „ვილიარეალთან“ საშინაო მარცხის შემდეგ(3:5) გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ბარსას დატოვებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბლაუგრანას“ ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ კომენტარი გააკეთა.

იუსტე:

„მე ვაპირებ ჩავის დარწმუნებას, რომ დარჩეს, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. წინ ჯერ კიდევ არის თამაშები დარჩენილი, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მას სიამოვნების მიღების საშუალება უნდა მივცეთ. იმედი მაქვს ეს ასეც იქნება. ჩავი დიდებული ადამიანი და სპეციალისტია. ვიმედოვნებ, რომ დარჩება.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის 8-ქულიანი სხვაობაა. ბარსა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩავის გუნდი „ატლეტიკოსა“ და „დორტმუნდს“ შორის მოგებულს შეხვდება.

რაც შეეხება ჩავის ერნანდესის სიტუაციას, წასვლის შესახებ განცხადების გაკეთების დღიდან „ბარსელონამ“ ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და არცერთში არ დამარცხდა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონის შემცვლელად ჰანსი ფლიკი სახელდება.

ბარსელონა - ლას პალმასი 1:0

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: “ბრძოლა დასრულდა, ლევერკუზენს ვულოცავ“
ტუხელი: “ბრძოლა დასრულდა, ლევერკუზენს ვულოცავ“