ვილი სანიოლი, ადელ ჩედლი
Aa
Aa

ასეთი რამ არასოდეს არსად არ მინახავს - სანიოლის ასისტენტი ქართველი გულშემატკივრით აღფრთოვანებულია

საქართველო - საბერძნეთის მატჩის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი ადელ ჩედლი უზომოდ პოპულარული გახდა. შეხვედრის დასრულებისთანავე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ლოცულობდა 11-მეტრიანების სერიის წინ ტუნისელი და საბოლოოდ მისმა გუნდმა მიზანს მიაღწია. თამაშიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მას ერთ-ერთი ფრანგული სპორტული გამოცემის ჟურნალისტი დაუკავშირდა და მოკლე კომენტარი ჩამოართვა

რა თქვა სანიოლის ასისტენტმა

ასეთი რამ არასოდეს არსად არ მინახავს. კარიერის მანძილზე უამრავ ქვეყანაში, უამრავ სტადიონზე ვარ ნამყოფი, მაგრამ ის, რაც თბილისში ხდებოდა, სრული სიგიჟე და ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული იყო. ღამის სამ საათზეც კი ჩვენი გუნდის ავტობუსს მოძრაობა უჭირდა, რადგან ათი ათასობით ადამიანი გვხვდებოდა და წარმატებას გვილოცავდა. სწორედ ასეთი ემოციების გამოა ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტის სახეობა.

მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჩედლის შედარებით უცნობ კლუბებში, „პაი დ’ეში“, „როვენენსა“ და „არლიში“ აქვს ნამუშევარი. 2021 წლიდან კი ვილი სანიოლის ასისტენტია. ფეხბურთელობისას ის ამპლუით ნახევარმცველი იყო და სხვადასხვა დროს „სტ.ეტიენის“, „სოშოს“, „ისტრის“, „ნიურნბერგის“, „სიონის“, „ალ-შააბისა“ და „რაჯა კასაბლანკას“ ღირსებას იცავდა. ტუნისის ეროვნულ გუნდში ჩედლიმ 1996-2012 წლებში გამართულ 45 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ
სანიოლი: ბიჭებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ