ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მოგებასთან ძალიან ახლოს იყო - ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა

მურსიას ჩელენჯერის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ენრიკე როშას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 6:3 6:7 5:7  დამარცხდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე თანაბრად თამაშობდნენ, თუმცა მერვე გეიმში ბასილამ ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მოპოვებული უპირატესობა სეტის მოგებაში აქცია.

მეორე სეტი ნიკოლოზმა იდეალურად დაიწყო და უმალ ბრეიკი შეასრულა. მეექვსე გეიმამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა პორტუგალიელმა ბრეიკიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. საბედნიეროდ, „ჩვენებურმა“ კონცენტრაცია არ დაკარგა და წონასწორობა აღადგინა. მეტიც, ის მატჩზეც აწვდიდა, თუმცა როშამ გამარჯვების საშუალება არ მისცა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც როშამ 7:0 მოიგო და სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტი ისევ ქართველის უპირატესობით წარიმართა და 3:0-საც იგებდა, თუმცა პორტუგალიელმა კვლავ აღადგინა წონასწორობა. სამწუხაროდ, ბასილაშვილმა საჭირო ძალები ვეღარ გამონახა, შემდეგი საკუთარი ჩაწოდება დათმო და საბოლოო ჯამში მატჩიც წააგო.

აღნიშნულ ტურნირზე, ფინალამდე ბასილაშვილმა იევსეიევი, დე იონგი, ბლანშე, ტრუნგელიტი და ალბერტ რამოს ვინოლასი დაამარცხა. ცნობისთვის, მურსიას ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 75 000 ევრო იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუკუნის მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ - დემეტრაძისა და ჯანაშიას შეფასებები
საუკუნის მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ - დემეტრაძისა და ჯანაშიას შეფასებები