პაულინიო: "ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არასდროს მინახავს"
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ახლაწვეულმა პაულინიომ პრესასთან საუბრისას დაასახელა ფეხბურთელი, რომლის თამაშითაც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო.
"ჩემი კარიერის განმავლობაში რამდენიმეჯერ მქონდა შესაძლებლობა, რომ ინიესტას წინააღმდეგ მეთამაშა. ახლა კი თანაგუნდელები ვართ და მის თამაშზე დიდ ყურადღებას ვამახვილებ. მისით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. ანდრესი ყველასგან განსხვავებული მოთამაშეა და ამის გამო ყოველთვის ვცდილობ, რომ მოედანზე ერთად ყოფნის დროს მის თამაშს დავაკვირდე. ვარჯიშებისა და თამაშების დროს ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არასდროს მინახავს. მისი შემხედვარე გგონია, რომ იგი ბურთს 3-4-ჯერ შეეხო, თუმცა ამას მხოლოდ ერთხელ აკეთებს. შეუძლებელია, რომ ინიესტას მოძრაობები წინასწარ განსაზღვრო".
შეგახსენებთ, რომ პაულინიო ბეზერა "ბარსელონას" ზაფხულში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ თანხიდან 7.3 მილიონი კი თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადაიხადა, რათა მოლაპარაკებები არ გაწელილიყო და მას კატალონიელთა მაისური მალე მოერგო.