მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„თვალები არ გაახილო, მეოცნებევ“ | ომალის განცხადება და დვალიშვილის პასუხი

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა. „შუგა“ ისტორიის გამეორებას მოუთმენლად ელოდება და ერთი სული აქვს, „მანქანის“ კუთხეში მდგომ ალჯამეინ სტერლინგსა და მწვრთნელებს იმედგაცრუებულს როდის იხილავს.

„თვალებს ვხუჭავ და მოუთმენლად ველი, მომენტის დანახვას, როცა მერაბი ჩემ გვერდითაა, მის კუთხეში მდგომი ალჯო შუბლშეკრული იყურება, მეტ სერა და რეი ლონგო (მერაბის მწვრთნელები, გუნდი, რომელშიც მერაბი ვარჯიშობს, სერა-ლონგოა) კი დამწუხრებული არიან და ამბობენ: „ჯანდაბა, ისევ იგივე მოხდა“.

მოქმედი ჩემპიონის სიტყვებს მერაბი გამოეხმაურა და აღნიშნა: „თვალები არ გაახილო, მეოცნებევ და ჩემპიონობით ისიამოვნე. იმიტომ რომ, როცა თვალებს გაახელ, ერთადერთი, ვინც შუბლშეკრული იდგება, შენი მწვრთნელი, ტიმ უელჩია, რადგან ქამარი ჩემს წელზე აღმოჩნდება“.

შეგახსენებთ, რომ ომალის მერაბის თანაგუნდელი, ალჯამეინ სტერლინგი ჰყავს დამარცხებული და რეი ლონგო და მეტ სერა სწორედ ამიტომ ახსენა. „შუგამ“ „ალჯოს“ ნოკაუტით მოუგო და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
„გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა