"ტოტენჰემი" და "იუვენტუსი" ოიარსაბალისთვის იბრძვიან
ბასკური „რეალ სოსიედადის“ 20 წლის ტალანტ მიკელ ოიარსაბალს არაერთი ევროპული გრანდი აკვირდება, რამდენიმე მათგანი კი მისი ხელში ჩაგდების სურვილს აქედანვე გამოხატავს.
იტალიური Calciomercato ამბობს, რომ ზამთარში ოიარსაბალის ტრანსფერზე ლონდონის „ტოტენჰემი“ და ტურინის „იუვენტუსი“ აქტიურად იმუშავებენ.
მიკელ ოიარსაბალს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 8 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.
მას „სოსიედადთან“ ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში უსრულდება.