ბუფონი: "ჩემს გამო - არა, იტალიის გამო ვწუხვარ"
ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრებში 20 წლიანი კარიერა დაასრულა. იგი "სკუადრა აძურას" ფორმით 1997 წლიდან თამაშობდა, ბოლო თამაში კი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.
„ჩემს გამო ნამდვილად არ ვწუხვარ. ვწუხვარ სრულიად იტალიის გამო. ეს მთელი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა.
ასე დასრულება სინანულს მიტოვებს, თუმცა რას ვიზამთ, დრო გადის.
მე მივდივარ, მაგრამ აქ არიან ბიჭები, რომელთაც თავისი სიტყვა სათქმელი აქვთ - ჯიჯიო დონარუმა და მატია პერინი“.
ჯანლუიჯი ბუფონს ჰქონდა შანსი მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა, რითაც რეკორდს დაამყარებდა.
ლეგენდარულმა მეკარემ ეროვნული გუნდის ღირსება 175 შეხვედრაში დაიცვა და იგი ამ მხრივ "აძურას" რეკორდსმენია.