მერაბ დვალიშვილი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„გაძღებოდა, ჩხუბს წააგებდა და...“ | მალიხინის განცხადება და მერაბის პასუხი

საბრძოლო ორგანიზაციის, One Championship-ის სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ანატოლი მალიხინმა მერაბ დვალიშვილთან წაგებულ 50 000 აშშ დოლარზე ისაუბრა. რუსი მებრძოლის სიტყვები „მანქანას“ უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

„ყოველთვის ცდილობს, ხმაური ატეხოს და ყურადღება მიიპყროს. ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს და შევთანხმდით, რომ ფული ნაწილ-ნაწილ უნდა გადამერიცხა, მაგრამ წერს, თითქოს არაფერს ვუგზავნი. დავიწყოთ იქიდან, რომ თავდაპირველად, საბანკო რეკვიზიტები ვერ მომცა და ლიანა ჯოჯუას დახმარება დაგვჭირდა. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდა, შეთანხმების მიხედვით, ყოველთვიურად ათას, ორიათას ან სამიათას დოლარს ვურიცხავ.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში წერს, თითქოს ფულს ვერ იღებს. მივწერე, ვუთხარი ჩემი ნომერი ხომ გაქვს, დამირეკე და მითხარი რას არ ვასრულებ-მეთქი. წაიკითხა და როგორც ყოველთვის, არ მიპასუხა. აი, ასეთია ჩვენი მერაბჩიკი. შემეძლო, მთლიანი თანხა გადამეგზავნა, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ გაძღებოდა, დათვრებოდა, წვეულებებს მოაწყობდა, გაერთობოდა, მომდევნო ბრძოლას წააგებდა და იტყოდა, მალიხინის ბრალიაო“.

მერაბი სოციალურ ქსელში სწორედ ბოლო სიტყვებს გამოეხმაურა და დაწერა: „რა ვუყო ამ სი*ს? შეწყვიტე თავის მართლება და დავალიანება დაფარე“.

ცნობისთვის, მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ვერა და ვერ მიიღო. მალიხინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ დვალიშვილს ფული სრულად გადაურიცხა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიმართლე არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე