ფეკირი:
Aa
Aa

ფეკირი: "პსჟ"-ში არასდროს ვითამაშებ"!

ფრანგული „ლიონის“ ლიდერმა და კაპიტანმა ნაბილ ფეკირმა თავის მომავალთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებია. იქ ფეხბურთი უყვართ და უპირატესობას ტექნიკურ თამაშს ანიჭებენ“.

მოგვიანებით Le Parisien-თან საუბრისას ფეკირმა ასევე აღნიშნა, რომ ის „პსჟ“-ში არასდროს ითამაშებს, რადგან „ლიონსა“ და მის ტრადიციებს დიდ პატივს სცემს.

ნაბილ ფეკირი „ლიონის“ ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს და მისი მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 97 შეხვედრაში 38 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები