მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ალჯო მერაბზე სახიფათოა“ | შონ ომალის სჯერა, რომ დვალიშვილს დაანოკაუტებს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს ალჯამეინ სტერლინგზე ადვილი მეტოქე უწოდა. „შუგა“, რომელმაც „ალჯო“ მეორე რაუნდში დააფინიშა, Home of Fight-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანის“ დანოკაუტებაში დარწმუნებულია.

„ბოლო 2-3 ბრძოლაში მერაბმა კარგი სამუშაო გასწია და ვფიქრობ, ფანებს სურთ, ის ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს. ბოლო 2-3 ჩხუბამდე არავის უნდოდა ენახა, დვალიშვილი 15 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის დაჭერას როგორ ცდილობდა, ახლა კი სხვანაირი ვითარებაა. ჩემთვის სულერთია, მომდევნო ვინ იქნება. ილია თოფურიასაც დავანოკაუტებ და მერაბ დვალიშვილსაც.

მერაბი და ალჯო? მიმაჩნია, რომ სტერლინგი დვალიშვილზე სახიფათო მეტოქეა. მისი სეხუდოსთან ჩხუბი? დვალიშვილისა და სეხუდოს ბრძოლაში დავინახე რამდენიმე მომენტი, როცა მერაბის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ჩემი დარტყმის განხორციელება და ჩხუბის სცენარის შეცვლა შემეძლებოდა. დვალიშვილი კარგი მებრძოლია, მაგრამ შესანიშნავი არაა და შეცდომებს უშვებს“.

შეგახსენებთ, რომ ომალისა და ვერას ჩხუბი UFC 299-ის მთავარი მოვლენა იქნება და ღონისძიება თბილისის დროით, 10 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ჩემთვის სახიფათო მეტოქე არაა“
უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ჩემთვის სახიფათო მეტოქე არაა“