მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უმარ ნურმაგომედოვი: „მერაბი ჩემთვის სახიფათო მეტოქე არაა“

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა უმარ ნურმაგომედოვმა, რომელიც სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-13 ადგილს იკავებს, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ახლახან, უმარის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა „მანქანას“ მისი შეგირდისთვის ყველაზე სახიფათო მეტოქე უწოდა, რასაც რუსი მებრძოლი არ ეთანხმება.

„სიმართლე გითხრათ, შემიძლია, მერაბს ყველგან ვეჩხუბო, სადაც მოისურვებს და არ ვიცი, მენდესი მასში ასეთი დიდ საფრთხეს რატომ ხედავს. პირადად მე, მიმაჩნია, რომ დვალიშვილი ჩემთვის სახიფათო მოწინააღმდეგე საერთოდ არაა. ჭიდაობის საშუალებას არ მივცემ, დგომში კი ტექნიკური არსენალით არ გამოირჩევა და როცა დარტყმებს ახორციელებს, შემთხვევითობის იმედადაა.

დვალიშვილი არის მებრძოლი, რომელსაც კარგი ფიზიკური კოორდინაცია და გამძლეობა აქვს. ჩხუბებისთვის კარგად ემზადება და მეტოქეები ზეწოლის ქვეშ ჰყავს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ეხმარება და იგებს, მაგრამ პირადად მე, მისგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ“.

ცნობისთვის, ნურმაგომედოვს კარიერაში წაგება არ აქვს და 16 ბრძოლიდან ყველაში იმარჯვა. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-13 ადგილს იკავებს და „მანქანასთან“ ჩხუბის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა. მენდესს რაც შეეხება, მას ისეთ მებრძოლებთან უმუშავია, როგორებიც ისლამ მახაჩევი, დანიელ კორმიე, კეინ ველასკესი, ბიჯეი პენი, ფრენკ შემროკი და ლუკ როკჰოლდი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩიტოსაც მოუგებს და ომალისაც“ | რა თქვა სეხუდომ დვალიშვილზე
„ჩიტოსაც მოუგებს და ომალისაც“ | რა თქვა სეხუდომ დვალიშვილზე