ილია თოფურია
Aa
Aa

„მალე მეორე ოცნებაც აგიხდება“ | ილია თოფურია პედრო სანჩესს შეხვდა

ესპანეთის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. სანჩესმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ ოცნების ასრულებას დაჰპირდა.

„დღეს დილით, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია მივიღე. შენ მიერ გაწეულმა სამუშაომ, თავდადებამ და შეუპოვრობამ ოცნების ასრულებამდე მიგიყვანა. მალე მეორე ოცნებაც აგისრულდება და სიყვარული, რომელიც ესპანეთის მიმართ გაქვს, ესპანეთის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აისახება“, - ნათქვამია სანჩესის განცხადებაში.

ცნობისთვის, თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობა არ აქვს და რამდენიმე საათის წინ, ცნობილ სატელევიზიო გადაცემაში, El Hormiguero-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ოცნება პირადობის მოწმობის აღებაა. „ელ მატადორი“ აპირებდა, პრემიერ-მინისტრისთვის დახმარება პირადად ეთხოვა და როგორც ჩანს, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება.

გეტყვით იმასაც, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta ხვიჩაზე: „სპალეტი უხეშობისგან აზღვევდა, ახლა კი...“
Gazzetta ხვიჩაზე: „სპალეტი უხეშობისგან აზღვევდა, ახლა კი...“