ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta ხვიჩაზე: „სპალეტი უხეშობისგან აზღვევდა, ახლა კი...“

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, la Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა იყო.

რას ვკითხულობთ GAZZETTA-ს სტატიაში:

მას აღარ აქვს ის სიმსუბუქე საწყისი მოძრაობების დროს, აღარ არის ის ბუნებრივი და დიდებული სიამოვნება, როდესაც ეფექტური დარტყმის შესასრულებლად აქეთ-იქით იყურებოდა, როგორიც სპალეტის დროს იყო. ხვიჩა იტანჯება, რადგან ხშირად უწევს მარტოს ყველას წინააღმდეგ წასვლა და ყველას გამო ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება. მაგრამ აშკარად ჩანს, რომ აქ რაღაც არასწორია.

Gazzetta-ს სტატიაში ყურადღება შეცვლების რაოდენობაზეც არის გამახვილებული, თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ სპალეტის დროს ხვიჩას შეცვლა რადიკალურად განსხვავებული მიზეზით ხდებოდა:

სპალეტის მწვრთნელობის დროს, ლუჩანოს ის პირველ 23 მატჩში 17-ჯერ ჰყავდა შეცვლილი, ახლა კი 11 ცვლილებაზეა ასული, თუმცა, ერთი წლის წინ ეს საერთოდ სხვა მიზეზით ხდებოდა. ლუჩანო მას დაღლილობის თავიდან ასაცილებლად ცვლიდა და ამასთან, ზედმეტი უხეშობისგანაც აზღვევდა. დღეს კი მისი შეცვლით, გუნდი შეტევაში ახალ ნაპერწკალს ეძებს. აშკარაა, რომ რაღაც არასწორია, თუ გამარჯვებისთვის გუნდს შეტევაში ყველაზე ნიჭიერი კაცის შეცვლა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში კი ხვიჩას 43 მატჩში 14 გოლი და 15 საგოლე გადაცემა ჰქონდა. საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში თამაშის პირველივე წელს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, „ნაპოლიმ“ კი სკუდეტო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
ვინმე ამიხსნით კაცს რატომ ვერ სცდება? - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე