არდა "გალათასარაიში" ბრუნდება?
თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, არდა თურანი „გალათასარაიში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.
როგორც გამოცემა წერს, „გალამ“ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია და ზამთარში არდას სტამბულში გადაბარგება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.
აღნიშნული ტრანსფერი გაფორმებასთან ძალიან ახლოს აგვისტოშიც იყო, თუმცა მაშინ კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ფაქტია, რომ 30 წლის ფეხბურთელს „ბლაუგრანაში“ თამაშის საშუალება არ ეძლევა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.
არდა თურანი „გალათასარაის“ რიგებში 2005-11 წლებში თამაშობდა.