მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი, ბენ ასკრენი
Aa
Aa

„ბიჭებს, რომლებიც არ მოსწონს, სატიტულო ბრძოლას არ აძლევს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი დენა უაითზე

UFC-ის, Bellator-ისა და ONE-ის ყოფილმა მებრძოლმა, ბენ ასკრენმა UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მებრძოლებს, რომლებიც არ მოსწონს, საჩემპიონო ბრძოლას არ აძლევს.

რას ამბობს ასკრენი:

დენა ძალიან მძულს, რადან იმ ბიჭებს, რომლებიც არ მოსწონს, სატიტულო ბრძოლებს არ აძლევს. არ მომწონს, იმიტომ რომ მერაბ დვალიშვილს 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ბელალ მუჰამედი? რამდენ ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს მას? მაიკლ ჩენდლერი Bellator-დან მარცხის შემდეგ მოვიდა, UFC-ში ერთი ბრძოლა მოიგო და ქამრისთვის იბრძოლა! იბრძოლა, იმიტომ რომ დენას მოსწონდა!

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა გასულ კვირას, UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს. მერაბ დვალიშვილის მეტოქე შონ ომალისა და ჩიტო ვერას შორის გამარჯვებული იქნება. ეს ბრძოლა 10 მარტს, მაიამიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი ვიქნები, თუ ესპანეთში წავალ“ - თოფურია VS ორტეგა რეალურია?!
„ბედნიერი ვიქნები, თუ ესპანეთში წავალ“ - თოფურია VS ორტეგა რეალურია?!