მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„დავრწმუნდი, რომ მექსიკა ღირსეულად წარვადგინე“ - მერაბი მეხიკოში სტუმრობის შემდეგ

UFC-ის სუპერმსუბუქი ბრძოლის ქართველი მებრძოლი და რეიტინგის პირველი ნომერი, მერაბ დვალიშვილი დღეს მექსიკაში, UFC-ის ღონისძიებას დაესწრო და დარბაზში მექსიკის დროშის ფორმიანი სამოსით მივიდა.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ქართველი „მანქანა“, ESPN MMA-ს გაესაუბრა და მეხიკოში ყოფნის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

მერაბ დვალიშვილი:

აქ რაულ როსას, ბრენდონ მორენოსა და ბრაიან ორტეგას მხარდასაჭერად მოვედი. ზოგადად, მეხიკოში არასდროს ვყოფილვარ და ჩამოსვლა ყოველთვის მინდოდა. ახლა კარგი შესაძლებლობა მქონდა, UFC-ის კარგი ბრძოლები აქვს და მოუთმენლად ველოდები მთავარ ქარდზე ბრძოლების ნახვას. ძალიან მიყვარს მექსიკელი მებრძოლების ყურება, ისინი შესანიშნავები არიან.

მექსიკელების სიყვარული? ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. რაც სეხუდოსთან ბრძოლის წინ გავაკეთე (გულისხმობს მექსიკის დროშის გაშლას), ამით, რა თქმა უნდა, მექსიკა წარმოვადგინე. ახლა კი მექსიკელი ხალხისგან ასეთი მხარდაჭერა მივიღე. მექსიკა და მექსიკელი ხალხი ძალიან მიყვარს და ახლა, აქ ყოფნით განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ. დავრწმუნდი, რომ მექსიკის დროშა ღირსეულად წარმოვაჩინე.

მივიღებ თუ არა სატიტულო ბრძოლას? როგორც იცით, 10-მატჩიანი მოგებათა სერია მაქვს. დავამარცხე სამი ყოფილი ჩემპიონი და სატიტულო ბრძოლის მისაღებად ეს აქამდე არავის გაუკეთებია. რეიტინგში პირველი ნომერი ვარ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ეს ყველაზე მეტად მე დავიმსახურე და მზად ვარ. ვინც არ უნდა იყოს მომდევნო ჩემპიონი, ნებისმიერს დავუდგები წინ.

მაიამიში აუცილებლად ვიქნები. ყველა მოგზაურობა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, გავაუქმე. არ გავდივარ შვებულებაში და ვვარჯიშობ. ნებისმიერ დროს მზად ვიქნები, მაშინაც კი, თუ მათ „ბექაფ“ მებრძოლი დასჭირდებათ. ჩიტოს და ომალის ბრძოლაში „ბექაფ“ მებრძოლობას ვთავაზობ. დიახ, მზად ვარ და მშიერი ვარ, ისევე როგორც წინა კვირას. სპორტდარბაზსაც დავუბრუნდი და როგორც უკვე გითხარით, უაღრესად მშიერი და მოტივირებული ვარ.

ჩიტო და ომალი სტილისტურად განსხვავებული მებრძოლები არიან, რაც ბრძოლას უფრო საინტერესოს ხდის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ომალი გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. შანსი ჩიტოსაც ექნება.

ბოლოს ქართველმა მანქანამ ომალის ქურთუკზეც იხუმრა, რომელიც ამერიკელს UFC 298-ზე ეცვა:

ამჯერად ომალის სახლში შეპარვას და მისი თეთრი ქურთუკის მოპარვას ვაპირებ. ძალიან მომეწონა. მართალია, წითელი ქურთუკიც მიხდებოდა, მაგრამ მგონია, რომ თეთრი უფრო მომიხდება.

ეს სამოსი, რაც ახლა მაცვია, ჩემი შერჩეულია. ლას-ვეგასში, მექსიკურ მაღაზიაში ვიპოვე და გამყიდველს ვუთხარი - „მექსიკაში მივდივარ და მექსიკელი უნდა გავხდე-მეთქი“. აქ რაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ტაკო ვჭამე, მაგრამ მაინც ენერგიაზე ვარ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა გასულ კვირას, UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს. მერაბ დვალიშვილის მეტოქე შონ ომალისა და ჩიტო ვერას შორის გამარჯვებული იქნება. ეს ბრძოლა 10 მარტს, მაიამიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე კვარაზე: დე ლაურენტისი ცრუობს, როცა ამას ამბობს
ფედელე კვარაზე: დე ლაურენტისი ცრუობს, როცა ამას ამბობს