ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კალიარი - ნაპოლი | სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს დროით ზუსტად 18:00 საათზე, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

პირველივე წუთებიდან ითამაშებენ:

მერეტი, მაძოკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი, რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ მთელი კვირის განმავლობაში იტალიურ მედიაში აქტიურად იწურებოდა, რომ „ბარსელონასთან“ შეცვლის გამო გამოთქმული უკმაყოფილებისთვის „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას დასჯას აპირებდა და დიდი შანსი იყო ქართველ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაეწყო, თუმცა, საბედნიეროდ, იტალიელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები