ჯონათან დავიდი
Aa
Aa

ოფიციალურად - ჯონათან დავიდი იუვენტუსის ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯონათან დავიდის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 

„ბებერმა ქალბატონმა“ კანადელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება.

ჯონათანის ბოლო კლუბი „ლილი“ იყო, რომელთანაც კონტრაქტი 1 ივლისს ამოეწურა. ის ფრანგული გუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავდა. 

გასულ სეზონში, დავიდმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 12 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ მიდიოდა სანტანდერში ავტომობილით | ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
რატომ მიდიოდა სანტანდერში ავტომობილით | ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები