გაბრიელ მარტინელი
Aa
Aa

ალ-ნასრი მზადაა, მარტინელიში £73 მილიონი გადაიხადოს

„ალ-ნასრს“ გაბერიელ მარტინელის დამატება სურს. ამის შესახებ talkSPORT-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, არაბული კლუბი მზადაა, რომ „არსენალის“ ვინგერის სანაცვლოდ, 73 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, რაც ინგლისური კლუბისთვის შესაძლოა რეკორდული ტრანსფერი გახდეს. 

ასევე იწერება, რომ მარტინელი ლუის დიასის ალტერნატივად განიხილება, რომლის ტრანსფერი ამ მომენტისთვის წარმატებისგან შორსაა - „ლივერპული“ მის გაყიდვას არ აპირებს. 

შეგახსენებთ, რიმ გასულ სეზონში, მარტინელიმ ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. 

ბრაზილიელ ფეხბურთელს „არსენალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 ივლისის სატრანსფერო ზონა
3 ივლისის სატრანსფერო ზონა