მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება 5 ფეხბურთელს სურს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხუთმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ინფორაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი ინსიდერის ინფორმაციით, მარკუს რაფორდმა, ანტონიმ, ალეხანდრო გარნაჩომ, ჯეიდონ სანჩომ და ტირელ მალასიამ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში,. სანჩო „ჩელსიში“ იჯარით გადავიდა, ხოლო ზამთარში რაშფორდი „ასტონ ვილაში“ გაასხვისეს. რაც შეეხება ანტონის, ის „ბეტისში“ თამაშობდა, ხოლო მალასია პსვ-ში.
გასულ სეზონში, „იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა. ამასთან, „წითელი ეშმაკები“ ევროპის ლიგის ფინალში გავიდნენ, თუმცა გადამწყვეტ მატჩში „ტოტენჰემთან“ დამარცხდნენ.