ხვიჩა კვარაცხელია, იესპერ ლინდსტრომი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

დასჯა, თუ კონკურენცია? კალიარისთან კვარა შესაძლოა ლინდსტრომმა შეცვალოს

იტალიური La Repubblica წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას „ბარსელონასთან“ მატჩში იესპერ ლინდსტრომის თამაში მოეწონა და მისთვის მეტი დროის მიცემას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კალცონა ლინდსტრიომს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს. მწვრთნელი მას სამომავლოდ პროექტისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.

Ilmionapoli, Il Mattino-ზე დაყრდნობით წერს, რომ კალცონამ შესაძლოა კვარაცხელია თადარიგში დატოვოს. ეს კი მისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. საქმე ეხება „ბარსელონასთან“ შეცვლის შემდეგ გამოხატულ უკმაყოფილებას, რომელიც შემდეგ დღეებში პრესისთვის ფავორიტი სასაუბრო თემა გახდა.

Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ქმედება არც აურელიო დე ლაურენტისს მოეწონა.

ასევე იწერება, რომ კლუბი ხვიჩას დასჯის შესაძლებლობას განიხილავს, რადგან მან მსგავსი ჟესტი ამ სეზონში მეორედ გააკეთა. პირველად მაშინ, როცა სეზონის სტარტზე რუდი გარსიამ შეცვალა.

აქედან გამომდინარე არის შანსები, რომ კვარაცხელიამ „კალიარისთან“ მატჩი თადარიგიდან დაიწყოს. მატჩი 25 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე