ხვიჩა კვარაცხელია, სტეფანო საბელი
Aa
Aa

ვისწავლეთ გუნდურად როგორ შეგვეზღუდა - ჯენოას მცველი კვარაზე

სერია A-ს გასულ ტურში „ნაპოლი’’ – „ჯენოას’’ მატჩი 1:1 დასრულდა. „ჯენოას’’ მცველმა და „ვინგბექმა’’ სტეფანო საბელიმ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე ითამაშა, Calciomercato-სთან ინტერვიუში ქართველზე ისაუბრა.

სტეფანო საბელი: „როცა ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თავს კარგად წარმოაჩენ, ეს თავდაჯერებას გძენს. კვარას განეიტრალება რთულია. თუ ინდივიდუალურ დონეზე ათჯერ ადგილს მიგიჩენს, ეს ტკივილს მოგაყენებს. ვისწავლეთ, გუნდურად როგორ შეგვეზღუდა’’.

„ჯენოასთან’’ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი კარგად წარმოაჩინა (იხილეთ). განსაკუთრებით აქტიური მეორე ტაიმში იყო და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო (Sofascore, Whoscored). ამის მიუხედავად, საბელი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდურად გაანეიტრალეს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 22 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შვიდ მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა. „ნაპოლის'' ჩავარდნის მიუხედავად ქართველ ფეხბურთელს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა წამყვან კლუბებთან თამაში უჭირს, ამ სეზონში წამყვან კლუბებთან ცუდი სტატისტიკა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე
ეს ჟესტი მიუღებელია, მაგრამ ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული - ანტონიო კორბო კვარაზე