ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ნაადრევად შეცვალეს - ნაპოლი ბარსელონა ფრედ დასრულდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ტაიმნახევარი მატჩს „ბარსელონა“ აკონტროლებდა. კატალონიელები მეორე ტაიმის დასაწყისში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაწინაურდნენ.

„ნაპოლიმ“ 75-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენის გოლით ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც ფრანჩესკო კალცონას გუნდმა ბურთზე კონტროლი დააწესა და მეტოქე საჯარიმოში გამოკეტა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში არ ჰქონია. კალცონამ ის 68-ე წუთზე შეცვალა. გოლის შემდეგ კი მწვრთნელმა ოსიმენიც გამოცვალა, რაც საკმაოდ თამამი და მოულოდნელი ნაბიჯი იყო.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 მარტს ბარსელონაში გაიმართება.

კვარას ყველა მომენტი VS ნაპოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურგის არეში ტკივილი იგრძნო - ბუდუმ ვარჯიში ვერ დაასრულა
ზურგის არეში ტკივილი იგრძნო - ბუდუმ ვარჯიში ვერ დაასრულა