ილია სულამანიძე
Aa
Aa

სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია

ძიუდოში, ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალში ილია სულამანიძემ (100 კგ.) ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ნიაზ ბილალოვს ბაზარით მოუგო და ფინალში გავიდა.

ნახევარფინალამდე სულამანიძემ თურქმენი ბაიმურატ მაჯანოვი იპონით დაამარცხა. ანალოგიურად, ეშლი გონსალესის ბარიერიც იპონით დაძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ისლამ ბოზბაევი იყო, მასთან გამარჯვებაც იპონით მოიპოვა.

მიმდინარე გრანდ სლემზე გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

მიმდინარე ტურნირზე, 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს ბაქოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასე რომ ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის მოგებას ზედიზედ მეორედ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები